არც იანვრის,
არც თებერვლის,
აღარც მარტის
არ ჰგავს თოვას -
ისე ათოვს
ახლა მარტვილს!..
არც ჩხრიალი ისმის ვერცხლის -
ოცდაათის...
თოვს შრიალით...
თოვს ნარნარით...
თოვს ტაატით...
არც იანვრის,
არც თებერვლის,
აღარც მარტის
დღისას არ ჰგავს
არც ეს ცა და
ეს ამინდი...
ცად რომ ნათობს
და თავს ადგას
სვეტი ნათლის -
მაღალ გუმბათს
ზეავხედო -
ვბედავ რიდით...
დათოვლილი
ჯვარი
ისე ადგას მარტვილს,
ვით ყოველი ბოროტების
მეხამრიდი!!!
No comments:
Post a Comment