2/15/11

თვალის ახელისა






  / ბავშვობის  დასასრული /

მიფრიალებდნენ  მაღლა  ნისლები
და  ეწეოდნენ  მზისკენ  ჩინარებს,
ვარსკვლავთ  რომ  თვლიდნენ 
გაფაციცებით,
მზეში  ჩაფლულებს  და  უჩინარებს...

მზე  ნებივრობდა  თბილ  ტალღებს  შორის
და  უხაროდათ  პატარა  თევზებს...
თოვლს 
ვარდისფერი  დაჰკრავდა  მთებზე
და  ბუმბულივით  მიჰქონდა  ქორი
აპრილის  ნიავს...

და  თვითონ  გაჩნდა  სულში  უფსკრული,
როგორც  თვითონვე  ჩნდება  მწვერვალი...
გაიხსნა  სივრცე...
და  მომნუსხველად
იხედებოდა  შიგ  მზე  ელვარე
შენი  თვალებით...

და  ნათდებოდა  სამყარო  -
ერთობ
უთავბოლო  და  გზების  ამრევი...
და  ცაზე  -
მხოლოდ  ერთი  რომ  ენთო
მზე  -
მე  ვიხილე  მზე  უამრავი...

               1966 წ.

No comments: