10/31/10

რა შეიცვლება ამით...

ცრემლის შეაწყდა მძივი
ახალდაწოლილ ღამეს...
და მოწანწკარე წვიმის
წვრილი წვეთების ჩქამით
წამსვე გაუფრთხა ძილი
წუხილს,
მითვლემილს წამით...

ისმის შრიალი წყნარი
ღრუბლის დაწეწილ კაბის...
წურწურით დასდის ღვარი
აკოწიწებულ კრამიტს...
და ოკრო-ბოკროდ ლამბავს
ძველ, მივიწყებულ ამბავს...
თუმც სულერთია ალბათ -
რა შეიცვლება ამით...

1976.





5 comments:

ShikO said...

გილოცავ თინი. მართლა კაია დასაწყისისთვის. დეტალები გაქვს საცალიჩო და არ იჩქარო არანაირად.
თამამად ვ პერიიიიოდ :))))

ShikO said...

აუუუუ. ეს რამხელა კომენტი დაიწერა. პლაკატია თუ ტრანსპარანტი. რატოა ასე დიდი ? ესეც გაასწორე მერე. ასე დიდი ასოები არ უნდა იყოს მგონი. :)

ShikO said...

ყოველი კომენტის დაწერის წინ პაროლის აკრეფას მთხოვს. არც ეგ უნდა იყოს მგონი. ვნახოთ სხვებსაც იგივე პრობლემები შეექმნებათ თუ არა აქ კომენტის დაპოსტვისას.

ShikO said...
This comment has been removed by a blog administrator.
იმედიანი said...

kii waishala. mec mtxova parolis sheyvana giorgistan da teastan rom davakomente.da es asoebis zoma saidan shevamciro?