რაც დღემდე მითქვამს,
რასაც დღეს ვამბობ,
ხვალ ვიტყვი რასაც
თუკი დამცალდა,
- ისევ და მხოლოდ
ის ჯავრია,
რაც ამ გულს აპობს,
- ამ ნასახლართა,
ამ ნანგრევთა,
ამ ნახანძრალთა...
და სისხლის ვიდრე აშავია
წვეთიც მარაგად,
ვერ დაიოკებს ვერასოდეს
გული ამ სურვილს,
რომ მამულისად
აღესრულოს
ტარიგ-ზვარაკად
გათენის დღითვე
მისივ ბედის
ბეჭედდასმული...
სათქმელის თქმა კი
თუ ბოლომდე ვეღარ დასცალდა,
შენ შეიწყნარე
მამაღმერთო
და ძევ ჯვარცმულო!!!
No comments:
Post a Comment